Saturday, December 21, 2013

მეცხრე დღე

დავასრულე მუშაობა, ძალიან საინტერესო პროექტი იყო. მადლობა ტრენერს დათო ჯანიაშვილს, მადლობა პროექტის ავტორებს.

პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე
https://drive.google.com/folderview?id=0B1c9KyB-lzoqemZMZ3VjVEtOTFU&usp=sharing

Sunday, December 8, 2013

მეშვიდე დღე

დღეს შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის დამხმარე რესურსები და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ასევე ვისწავლეთ გამოკითხვის ფორმის შექმნა Google-drive -ში

Saturday, December 7, 2013

მეექვსე დღე

დღეს დავასრულე ბუკლეტი და ავტვირთე. მგონი საინტერესო ბუკლეტი გამომივიდა. ეს ჩემთვის სიახლე იყო და დიდი სიამოვნებით გამოვიყენებ სამომავლოდაც.

მეოთხე-მეხუთე დღე

რადგან წინა ტრენინგზე იყო ტექნიკური ხარვეზი ინტერნეტთან დაკავშირებით, ერთად ვაქვეყნებ ორი დღის რეფლექსიას. ვიმუშავეთ სასწავლო მიზნებზე გეგმაში, მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე, შეფასების დროის ჩარჩოზე. ნელ-ნელა იხვეწება ჩემი პროექტი, ძალიან მიხარია :)


პროექტის ბუკლეტი (ბუნებრივი კატასტროფები)

ბუკლეტის სანახავად გადადით ბმულზე

Sunday, November 24, 2013

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღეც ნაყოფიერი იყო, შევავსე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი ნაწილობრივ, თემის საფუძვლებში შევიტანე შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. ბუკლეტის შაბლონის მიხედვით დავიწყე ჩემი პროექტის ბუკლეტის მომზადება. ძალიან სახალისო და საინტერესოა :)
 მადლობა დათოს და ჯგუფის წევრებს :) რაც მთავარია მადლობა INTEL-ს საინტერესო რესურსებისთვის!

Saturday, November 23, 2013

ტრენინგის მეორე დღე

მეორე დღეს შევქმენი ჩემი ბლოგი, რაც აქამდე არ მქონდა. კარგი შესაძლებლობაა, მომეწონა. ამ დღეს ჩამოვაყალიბეთ ჩვენი საპროექტო იდეებიც და შევავსეთ ნაწილობრივ

სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი

სწავლების ტემპი ჩემთვის ცოტა ნელია, მაგრამ მესმის ისიც, რომ ჯგუფის ინტერესები უნდა გავითვალისწინო.
 ტრენერის განმარტებები და ინსტრუქციები აბსოლუტურად გასაგებია. 

ტრენინგის პირველი დღე

საინტერესო პროექტი ჩანს, გავეცანით პროექტის მიზნებს და იდეას. იმედი მაქვს შედეგი ადეკვატური მექნება. შესანიშნავი ტრენერი გვყავს :), მაგრამ ჯგუფი ცოტა ნელა მუშაობს, ჩემი აზრით, შეიძლება ეს ყველაფერი უფრო სწრაფად გავაკეთოთ.